პირველი დღე
15 სექტემბერი 2018 წელი.
ამ ტრენინგით მევისწავლე, თუ როგორ ვიმუშაო პროექტების სწავლების მოდულებში და აქტივობებში. გავიგე, თუ როგორ ვიმუშავო მოცემულ რვავე მოდულში, მის აქტივობებში და მათი დახმარებით ადვილად შევძლო პროექტებზე მუშაობა. გავეცანი და გავიგე თითოეული გამოყენებული ფაილები. ვისწავლე, როგორ თანამიმდევრობით და სწორად შევადგინო პროექტი, რა გავითვალისწინო, თითოეული გრაფა რას მოიცავს და რას გულისხმობს. გავეცანი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა. შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები და საქაღალდეებში ვისწავლე როგორ ჩამოვტვირთო და ადვილად შევინახო ფაილები. გავეცანი პროექტის შაბლონს. ჩვენს ახლად გახსნილ საქაღალდეში შევინახე საჭირო საკითხები. დავიყავით ჯგუფებად, დაგვირიგდა ნიმუშები და შემდეგ განვიხილეთ.ასეთი მუშაობით ჩემთვის უფრო ადვილად გასაგები გახდა. ტრენინგი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.იმედია, უფრო მეტად დავხვეწავ და უკეთესად დავწერ პროექტებს. მადლობა თქვენ.
კითხვები:
1. მასწავლებლის მიერ დაწერილ და განხორციელებულ პროექტს თუ ენიჭება კრედიტქულა და რამდენი?
2. შეიძლება თუ არა ინტეგრირებული პროექტის დაწერა რამოდენიმე საგანში?
მეორე დღე
16 სექტემბერი 2018 წელი.
დღეს გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი, შემდეგ გადავედით ახალ თემაზე. ვისაუბრეთ, თუ ვის რა სახის პროექტი გვინდა რომ გავაკეთოთ, გამოვყავით მისი მახასიათებლები, აღვნიშნეთ თუ ჩვენი პროექტი რით იყო საინტერესო, ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგზე გავიდოდით თუ არა და რა უნარებს გამოიმუშავებდა მოსწავლე ჩვენი პროექტით. ასევე ვისწავლეთ ბუკლეტების წერა, გაფორმება სურათებით და შემდეგ ბლოგების შექმნა და ფაილების ატვირთვა. ტრენინგი თანდათან საინტერესო ხდება. გვასწავლიან იმას რაც რეალურად გამოგვადგება სასკოლო ცხოვრებაში. მომწონს ეს ყველაფერი, ვცდილობ მეტი ვიმუშაო, რომ არაფერი გამომრჩეს, მინდა ყველაფერში გავერკვიო.
No comments:
Post a Comment