დღეს დავასრულეთ ჩვენი ტრენინგი. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ბევრი რამ გავიგე, ვისწავლე პროექტების წერა, მასზე მუშაობა, ბუკლეტების გაკეთება და ა. შ.
Saturday, 13 October 2018
Sunday, 7 October 2018
მერვე დღე
დღევანდელი დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი ტრენინგი მიდის დასასრულისკენ.ყველა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც კი მოცემული გვქონდა საშინაოდ. დღეს გადავხედეთ შეფასებების რუბრიკებს, ყველანაირს, ვისწავლეთ მისი დაწერა, გავეცანით უამრავ საინტერესო მასალებს, ასევე შევისწავლეთ ადაპტირებული გეგმები და გავიგეთ თუ როგორ მოვარგოთ ის სსმ მოსწავლეს.
Saturday, 6 October 2018
მეშვიდე დღე
გაკვეთილი დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, პროექტების პრეზენტაციებით. დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, სტრატეგიებზე, შეფასების მოკლე მონახაზზე, გავკეთეთ ჩვენი პროექტების თვითშეფასების კითხვარები, დავიანგარიშეთ რეიტინგები და ა. შ. ყველა გაკვეთილი თავისებურად საინტერესოა.
Sunday, 30 September 2018
მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი, წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები, ვიმუშავეთ წყვილებში, ერთმანეთს შევუფასეთ ნაშრომები, მივეცით რჩევები და ეს ჩავნიშნეთ კომენტარებში შენიშვნების სახით, ასევე ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე, გავაკეთეთ მონახაზები, ასევე გადავხედეთ საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მის გამოყენებაზე . დავალებად მოგვეცა პროექტის მიხედვით ერთ-ერთი ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია მიცემული თემის ირგვლივ.
Saturday, 29 September 2018
მეხუთე დღე
დღეს ჩვენ გავიმეორეთ განვლილი მასალა, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ რეგისტრაცია, ბმულების გაკეთება, სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა, ფონებისა და დიზაინის გაკეთება, სურათები დამუშავება და ა. შ.
Sunday, 23 September 2018
მეოთხე დღე
მეოთხე დღე
23.09.2018
დღეს გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი, ვიმუშავეთ ისევ პროექტის გარშემო, გავარკვიეთ შევარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კიდევ უფრო ღრმად გავაანალიზეთ თითოეული პუნქტი. ძალიან კარგი იყო.
Saturday, 22 September 2018
მესამე დღე
მესამე დღე
22.09.2018
დღევანდელი დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა. დღეს ჩვენ გავიმეორეთ წინა გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა. ვიმუშავეთ პროექტის დაწერის ცალკეულ პუნქტებზე, გავეცანით ნიმუშებს, ვიმუშავეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმაზე, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ვისწავლეთ პროექტის შინაარსის, მიზნების წერა პროექტის ცხრილებში, ინტეგრირება საგნებთან და ა. შ. ძალიან საინტერესოა. მომწონს.
22.09.2018
დღევანდელი დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა. დღეს ჩვენ გავიმეორეთ წინა გაკვეთილებზე შესწავლილი მასალა. ვიმუშავეთ პროექტის დაწერის ცალკეულ პუნქტებზე, გავეცანით ნიმუშებს, ვიმუშავეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩასმაზე, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, ვისწავლეთ პროექტის შინაარსის, მიზნების წერა პროექტის ცხრილებში, ინტეგრირება საგნებთან და ა. შ. ძალიან საინტერესოა. მომწონს.
Sunday, 16 September 2018
პირველი და მეორე დღე
პირველი დღე
15 სექტემბერი 2018 წელი.
ამ ტრენინგით მევისწავლე, თუ როგორ ვიმუშაო პროექტების სწავლების მოდულებში და აქტივობებში. გავიგე, თუ როგორ ვიმუშავო მოცემულ რვავე მოდულში, მის აქტივობებში და მათი დახმარებით ადვილად შევძლო პროექტებზე მუშაობა. გავეცანი და გავიგე თითოეული გამოყენებული ფაილები. ვისწავლე, როგორ თანამიმდევრობით და სწორად შევადგინო პროექტი, რა გავითვალისწინო, თითოეული გრაფა რას მოიცავს და რას გულისხმობს. გავეცანი სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, რაც მეტად საინტერესო აღმოჩნდა. შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდეები და საქაღალდეებში ვისწავლე როგორ ჩამოვტვირთო და ადვილად შევინახო ფაილები. გავეცანი პროექტის შაბლონს. ჩვენს ახლად გახსნილ საქაღალდეში შევინახე საჭირო საკითხები. დავიყავით ჯგუფებად, დაგვირიგდა ნიმუშები და შემდეგ განვიხილეთ.ასეთი მუშაობით ჩემთვის უფრო ადვილად გასაგები გახდა. ტრენინგი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.იმედია, უფრო მეტად დავხვეწავ და უკეთესად დავწერ პროექტებს. მადლობა თქვენ.
კითხვები:
1. მასწავლებლის მიერ დაწერილ და განხორციელებულ პროექტს თუ ენიჭება კრედიტქულა და რამდენი?
2. შეიძლება თუ არა ინტეგრირებული პროექტის დაწერა რამოდენიმე საგანში?
მეორე დღე
16 სექტემბერი 2018 წელი.
დღეს გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი, შემდეგ გადავედით ახალ თემაზე. ვისაუბრეთ, თუ ვის რა სახის პროექტი გვინდა რომ გავაკეთოთ, გამოვყავით მისი მახასიათებლები, აღვნიშნეთ თუ ჩვენი პროექტი რით იყო საინტერესო, ესგ-ით გათვალისწინებულ შედეგზე გავიდოდით თუ არა და რა უნარებს გამოიმუშავებდა მოსწავლე ჩვენი პროექტით. ასევე ვისწავლეთ ბუკლეტების წერა, გაფორმება სურათებით და შემდეგ ბლოგების შექმნა და ფაილების ატვირთვა. ტრენინგი თანდათან საინტერესო ხდება. გვასწავლიან იმას რაც რეალურად გამოგვადგება სასკოლო ცხოვრებაში. მომწონს ეს ყველაფერი, ვცდილობ მეტი ვიმუშაო, რომ არაფერი გამომრჩეს, მინდა ყველაფერში გავერკვიო.
Subscribe to:
Posts (Atom)